ინფორმაცია ავტორებისათვის
საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი „დიგიტალური ქართველოლოგია“ წარმოადგენს სამეცნიერო -საგანმანათლებლო საზოგადოების დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველო ყოველწლიურ ჟურნალს და მიზნად ისახავს დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მომუშავე სპეციალისტებისათვის აკადემიური პლატფორმის შექმნას სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად.
ჟურნალში წარმოდგენილი დარგები:
- ენათმეცნიერება
- ლიტერატურათმცოდნეობა
- ისტორია
- არქეოლოგია
- პოლიტოლოგია
- თარგმანმცოდნეობა
- სოციოლოგია
ჟურნალის ფორმა და მოცულობა:
- ჟურნალი „მილენიუმი“ წარმოადგენს ორენოვან ელექტრონულ ჟურნალს - სტატიები ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- ჟურნალი გამოიცემა ელექტრონული ფორმით და არ გააჩნია ბეჭდური ვერსია;
- ჟურნალის თითოეულ ნომერში გამოქვეყნდება არაუმეტეს 20 სტატია;
- ჟურნალი რეცენზირებადია;
- ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ერთხელ.
- სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადა: ყოველი წლის 30 აპრილი.
ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ტექნიკური პარამეტრები:
- ავტორებმა სტატია უნდა წარმოადგინონ ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15 ნაბეჭდ გვერდს (A4 ფორმატი, 1,15 ინტერვალი).
რეცენზირება
ელექტრონული ჟურნალი „მილენიუმი“ ორენოვანია და გამოდის წელიწადში ერთხელ. გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატიების შეფასებას ახორციელებს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი. რეცენზირების შემდეგ სტატია დამატებით განიხილება ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს მიერ.