საქართველოს პრეზიდენტების საინაუგურაციო გამოსვლების კორპუსზე დაფუძნებული კვლევა: პოლიტიკური დისკურსისა და საპრეზიდენტო რიტორიკის პოლიტოლინგვისტური ანალიზი

Main Article Content

იულიან ჰაშე

ანოტაცია

სტატიაში წარმოდგენილია  დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტების  მიერ წარმოთქმული საინაუგურაციო მიმართვების (1991-2024 წწ.) კორპუსზე დაფუძნებული კვლევა. საინაუგურაციო ტექსტების კორპუსი დამუშავდა კორპუსლინგვისტური მეთოდების გამოყენებით; კორპუსი ანოტირებულია UDPipe-ზე დაფუძნებული მოდელის მეშვეობით და შემდგომ ხელით არის  კორექტირებული. საკვლევად აღებულია საქართველოს პრეზიდენტთა რვა საინაუგურაციო გამოსვლა და  წარმოდგენილია მათი კვანტიტატიური და კვალიტატიური ანალიზი. კერძოდ, გამოანგარიშებულია ტექსტებში სიტყვათა საშუალო რაოდენობა წინადადებაში,  ლექსიკური სიხშირეები და კოლოკაციები, რომლებიც logDice მაჩვენებლების მიხედვით არის დალაგებული. გარდა ამისა, გამოვლენილია ყველაზე ხშირად გამოყენებული შინაარსობრივი სიტყვები და მათი კოლოკაციები, რომლებიც შედარებულია ქართული ენის ეროვნულ კორპუსში არსებულ სიტყვათა სიხშირესთან და კოლოკაციებთან. კვლევის შედეგად გამოვლინდა როგორც ენობრივ-ლინგვისტური, ისე სტრატეგიული მსგავსება-განსხვავებები განხილულ ტექსტებს შორის. კერძოდ, მიმართვები მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც მოცულობით, ისე თემატური აქცენტებით; საინაუგურაციო ტექსტებში ძირითადი კონცეპტების დიაქრონული განაწილება მიუთითებს აქცენტის გადანაცვლებაზე სახელმწიფო და ინსტიტუციური მშენებლობიდან ქვეყნის საერთაშორისო და ევროპული ინტეგრაციისკენ; გამონაკლისს წარმოადგენს მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, საინაუგურაციო სიტყვა, რომელშიც ძირითადი აქცენტი გადატანილია ეროვნულ ძლიერებაზე, ოჯახზე, ხალხსა და ტრადიციულ ღირებულებებზე. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ორი საარჩევნო ვადით არჩეული საქართველოს პრეზიდენტების – ედუარდ შევარდნაძისა და  მიხეილ სააკაშვილის საინაუგურაციო მიმართვები. კვლევამ გამოავლინა საინტერესო მსგავსება: ორივე მიმართვა, რომელიც მეორე ვადის დასაწყისში იქნა წარმოთქმული, მნიშვნელოვნად მოცულობითია, ვიდრე შესაბამისი პირველი ვადის მიმართვები და, ამასთან ერთად, გადანაცვლებულია თემატური აქცენტებიც. საინაუგურაციო ტექსტების სიტყვათა სიხშირული ანალიზი  ნათლად აჩვენებს საქართველოს პრეზიდენტთა ინსტიტუციურ და ნაციონალურ ენობრივ პროფილს და ხაზს უსვამს კორპუსზე დაფუძნებული მეთოდების პოტენციალს ენობრივი ნიმუშების იდენტიფიცირებაში, ქართული პოლიტიკური დისკურსის თვისებრივ კვლევებსა და ამ მიმართულებით ჰიპოთეზების შემუშავებაში.

საკვანძო სიტყვები:
კორპუსლინგვისტიკა, პოლიტიკური ლინგვისტიკა, ინაუგურაციის მიმართვები, ქართული პოლიტიკური დისკურსი, კოლოკაციის ანალიზი
გამოქვეყნებული: Sep 17, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
პოლიტიკური ლინგვისტიკა