კომპოზიციის ინდექსი ქართველურ ენებში

Main Article Content

ელზა ასანიძე

ანოტაცია

წინამდებარე სტატია ეძღვნება ქართველური ენების (ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური) მორფოლოგიური სისტემების კომპლექსურ კვლევას კვანტიტატიური ტიპოლოგიის ჭრილში. კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს რთულსიტყვაწარმოების (კომპოზიციის) მექანიზმებისა და მათი ფუნქციონირების სიხშირის ანალიზი ჯოზეფ გრინბერგის მიერ შემუშავებული კომპოზიციის ინდექსის (C=R/W) გამოყენებით. მონაცემთა დასამუშავებლად გამოყენებულია პროგრამირების პლატფორმა R-Studio. ნაშრომში საკვლევი ობიექტი გაანალიზებულია ორი მიმართულებით: სინქრონიულად (მეგრული, ლაზური და სვანური ენების 300-სიტყვიანი ტექსტების შედარება) და დიაქრონიულად (ქართული სალიტერატურო ენის მორფოლოგიური ჩარჩოს მდგრადობის კვლევა V საუკუნიდან XXI საუკუნემდე). კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მიუხედავად ენებს შორის არსებული სტრუქტურული განსხვავებებისა, მეგრულში, ლაზურსა და სვანურში კომპოზიციის ინდექსი თითქმის იდენტურია (1,027 – 1,030), რაც ქართველურ ენათა ღრმა ტიპოლოგიურ და სისტემურ ერთიანობას ადასტურებს. ამასთანავე, დიაქრონიულმა ანალიზმა გამოავლინა ქართული ენის სტრუქტურული კონსერვატიულობა და ისტორიული მდგრადობა, რადგან 15 საუკუნის განმავლობაში კომპოზიციის ინდექსი მხოლოდ 1,00-იდან 1,09-ამდე მერყეობს. ინდექსის ცვალებადობა უმთავრესად ტექსტის ფუნქციური სტილით (მაგალითად, მედიატექსტები ან სარაინდო ეპოსი) არის განპირობებული და არა ქრონოლოგიური ფაქტორებით. დასასრულ, ნაშრომში ხაზი ესმება, რომ ქართველური ენების მორფოლოგიური სირთულეების (მაგალითად, ფუზიური ბუნების) გასაანალიზებლად ამ ეტაპზე კომპიუტერული მეთოდების (NLP) პარალელურად აუცილებელია ზუსტი მანუალური, ფილოლოგიური ვერიფიკაციის (ჰიბრიდული მიდგომის) გამოყენება.

საკვანძო სიტყვები:
ქართველური ენები, რაოდენობრივი ტიპოლოგია, კომპოზიციის ინდექსი, R-Studio, მორფოლოგიური სტრუქტურა
გამოქვეყნებული: Sep 17, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
ქართველური ენები