Bazur – Linking the Languages of the Caucasus

Main Article Content

Magomed Magomedov
Emine Şahingöz

Abstract

უმცირესობათა ენებს, ისევე როგორც საფრთხეში მყოფ ენათა უმეტე-სობას, ხშირად არ გააჩნიათ ელექტრონული რესურსები, მათ შორის ლექსიკო-ნებიც. იმ ენებს, რომლებსაც უფრო „გაუმართლათ“ და მეცნიერთა ინტერესის სფეროში მოხვდნენ, დღეისათვის გააჩნიათ არა მხოლოდ დიგიტალური რესურსები, არამედ მობილური აპლიკაციებიც, თუმცა ისინი ძირითადად ვერ აკმაყოფილებენ დღევანდელი ტექნოლოგიურად განვითარებული ახალგაზრდე-ბის მოლოდინებს. ჩვენ მიერ შექმნილი ელექტორნული ლექსიკონი ბაზური („ფრთა“) წარმოგიდგენთ ახალ ექსპერიმენტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მოწოდებულია დაძლიოს დღეისათვის არსებული დაბრკოლებები ახალგაზრდა თაობის ინტერესების გათვალისწინებით და ენის ტექნოლოგიების განვი-თარების მეშვეობით დააინტერესოს ისინი მშობლიური ენით. ლექსიკონი შექ-მნილია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ორივე ფორმატში - როგორც მობილური, ისე ვებაპლიკაციის ფორმით.


წინამდებარე სტატიის მიზანია, პირველ რიგში, მკითხველს გააცნოს კავკასიის ენები და მათი საფრთხეში მყოფობის ხარისხი იუნესკოს საფრთხეში მყოფი ენების ატლასის მიხედვით. სტატიის მეორე ნაწილში აღწერილია ლექსიკონის სტრუქტურა ფუნქციონირების მექანიზმი, მესამე ნაწილი კი ეთმობა აპლიკაციის საგანგებო ფუნქციას, რომელიც საშუალებას აძლევს ინტერნეტმომხმარებeლს, აქტიურად ჩაერთოს აპლიკაციის განვრცობა-განვითარებაში. ნაშრომის ბოლო, მეოთხე ნაწილში მოცემულია პროექტის განხორციელების ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.  

Published: Dec 20, 2023

Article Details

Section
VII. Language Technologies