Verbal Roots and Verbal Stems in Khinalug

Main Article Content

Monika Rind-Pawlowski

Abstract

ხინალუღურ ენაში ზმნური ძირები შედგება მახასიათებელი თანხმოვნებისაგან, რომელსაც შეუძლია ზმნის ტიპის მიხედვით განსხვავებული ფორმის ფუძეების წარმოება. ხინალუღური ზმნები, იმპერფექტული ზმნების წარმოების ნიმუშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება მივაკუთვნოთ კონკრეტულ ტიპებს. ზმნის ტიპები ასევე განსხვავდებიან მოკლე და გრძელი იმპერფექტული ფუძეებისა და სუფიქსების მიხედვით, რომლებიც გამოიყენება ჰაბიტუალური, ჰორტატიულ-ინკლუზიური, უარყოფითი იმპერფექტული მიმღეო-ბისა და ორი თანადროული კონვერბის წარმოებისათვის:


mceclip0-4ce46ffa1f51884d2d4702b377178810.png


ხინალუღური განასხვავებს პერფექტულ, (მოკლე და გრძელ) იმპერფექ-ტულ და მოდალურ ფუძეებს. მოდალური ფუძე შეიძლება დაემთხვეს მოკლე იმპერფექტულ (r-ტიპის ზმნების) ფუძეს ან პერფექტულ (ყველა სხვა ტიპის) ფუძეს და წარმოქმნას ომონიმია. ამასთან, ძირის თანხმოვანსა და -n-ს შორის ჩაისმის ნახევარხმოვანი (schwa), რათა გაადვილოს თანხმოვანთკომპლექსის გამოთქმა; იგი ჩვეულებრივ გამოითქმის როგორც /i/, /ı/, ლაბიალური თანხმოვ-ნების შემდეგ კი როგორც /u/. დაბალი ხმოვანი + C ფუძეები ინარჩუნებენ დაბალ ხმოვანს მოდალურ ფუძეში.


mceclip1-0f0cb71ce9a4e4e33f0018fd83744533.png


მოდალური ფუძე <>qʼi, kui „ყოფნა, გახდომა“ და <>χi, kui „წასვლა (მიზნისკენ)“ იწარმოება a- სუპლეტური ძირიდან –n სუფიქსის დართვით:


 mceclip2-4f6b89b27ff08ee4cc23e87fe348ce0b.png


<>ʁi, kui ზმნების მოდალური ფუძე ასევე იწარმოება სუპლეტური ფუძისგან, თუმცა, ვინაიდან მახვილი ზმნისწინურ კონსტრუქციებში პირველ მარცვალზე მოდის, an-ზე აღარ ეცემა მახვილი, რის შედეგადაც ხორციელდება ხმოვნის ნაწილობრივი რედუქცია {schwa + n}. რაც შეეხება სხვა ტიპის ზმნებს, ზემოაღნიშნული მოდალური ფორმების წარმოება ორ ჯგუფად იყოფა: ერთი ჯგუფი ეყრდნობა შესაბამისი ზმნის მოდალურ ფუძეს, რომელიც კომბინაციაში შედის სუფიქსებთან (მაგ. ბრძანებითის უარყოფითი ფორმა), მეორე ჯგუფი კი იქმნება an-ფორმების რედუცირებული ვარიანტებით, რომლებიც რეგრამატილიზებულია სუფიქსების სახით (მაგ. პოტენციალი).
ძირეული თანხმოვნები მათი შესაბამისი მნიშვნელობით შეიძლება დადასტურდეს სხვადასხვა ტიპის ზმნებში. ამასთან, მათი ძირითადი მნიშვნელობა შენარჩუნებულია, მაგრამ თავად ზმნის ტიპისა და გარკვეულ ზმნისწინის კომბინაციის მეშვეობით განიცდის სპეციფიკაციას. ზმნის ძირის თანხმოვნების შესწავლა (მათ შორის, განსხვავებული მნიშვნელობისა და ეტიმოლოგიის მქონე ომონიმების გარჩევა), ასევე მათი ამოცნობა ზმნის სხვადასხვა ტიპებში, წინამდებარე ნაშრომის კვლევის ობიექტს წარმოადგენს.
კვლევის ამ ეტაპზე გამოვლინდა დისტრიბუციის შემდეგი სურათი:


mceclip3-82c839fbc03b4c20c31bbfd34fab7d47.png


mceclip4-3b6d12e5845ec3e71dd1c1dd9be22da6.png


როგორც საკითხის მიმოხილვა გვიჩვენებს, ყველა გამოკვლეული ძირის თანხმოვანი გვხვდება მინიმუმ r-ტიპში. მონაცვლეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დადასტურებულია l-ტიპსა და r-ტიპს შორის. იშვიათად გვხვდება მონაცვლეობა z-ტიპსა და r-ტიპს, n-dä-ტიპსა და r-ტიპს, ისევე როგორც l-ტიპსა და n-dä-ტიპს შორის. მონაცვლეობა z- და l-ტიპებს, ასევე z- და n-dä-ტიპებს შორის (ჯერ) არ არის დამოწმებული. საკითხი შემდგომ კვლევას მოითხოვს მონაცვლეობის სრული სურათის შესაქმნელად და მართებული დასკვნების გამოსატანად, ანუ დასაშვები ან დაუშვებელი მონაცველობის გამოსავლენად.


გარკვეული ძირის თანხმოვნების პოვნიერება ზმნის ერთზე მეტ ტიპში მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომ მორფემები, რომლებიც დღეს იმპერფექტივის დროის მარკერებად ან ფუძის მავრცობებად გამოიყენებიან, ენის უფრო ადრეულ ეტაპზე დერივაციული აფიქსები უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ იგივე ელემენტები, ანუ სუფიქსები -r, -n, -z და -l, ასევე ობიექტის მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელ სუფიქსებად გვევლინებიან. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველ ეტაპზე ობიექტების სიმრავლე და მოვლენების ან აქტივობების სიმრავლე ერთი და იგივე აფიქსებით აღინიშნებოდა. მოვლენების ან აქტივობების სიმრავლე შესაძლოა დაიყო სხვადასხვა გამოვლინებად, როგორიცაა ჩვეული, ჰაბიტუალური განმეორებადობა ან უწყვეტობა. ამ პროცესის ბოლო ეტაპზე, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, მოქმედების სახის გადმომცემი სუფიქსები შესაძლოა რეგრამატიკალიზებული იყოს იმპერფექტივების სუფიქსებად.

Published: Dec 20, 2023

Article Details

Section
III. Caucasian Languages